Homeland of Wine Magazine - გამოცემა, რომელმაც რამდენიმე წელში შეძლო მნიშვნელოვანი ისტორიის დაწერა და ეს ისტორია ქართულ ღვინოს, ქართულ ჯიშებს, ქართველ მეღვინეებს ეხება.
ეს არის გამოცემა, რომელიც ადგილობრივ და უცხოურ აუდიტორიას - ევროპის, ამერიკის, აზიის ქვეყნებში - უყვება ქართველი მეღვინეების შესახებ, რომლებიც
ქმნიან ღვინოს, როგორც კულტურულ აქტს.
ჩვენ შევძელით და დავამკვიდრეთ მაღალი სტანდარტი ჩვენი ავტორების, თითოეული ნომრის მნიშვნელოვანი შინაარსის, გამორჩეული თემატიკის, ვიზუალისა და ხარისხის მეშვეობით და დღეს, Homeland of Wine არის გამოცემა, რომელში მონაწილეობაც ნიშნავს: ცნობადობის ზრდას, აღიარებას, მოთხოვნას, სტატუსს.
Homeland of Wine - ერთადერთი პერიოდული გამოცემაა ქართული ღვინის შესახებ, რომელიც გამოდის კვარტალურად და მისი აუდიტორია ბეჭდური და სხვა არხების მეშვეობით 500 000-ს აჭარბებს. გამოცემა, რომელიც სარგებლობს მაღალი ნდობით ჩვენს მკითხველებში, რასაც ჩვენი ხარისხი და ჩვენი პროფესიონალი ავტორები განაპირობებენ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის ღვინის პროფესიონალებსა და მოყვარულებს ვუყვებით ქართული ღვინის ისტორიას და ვაცნობთ თანამედროვე სიახლეებს ღვინის სფეროს წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით.
ქვეყნები, სადაც სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე, წამყვან უნივერსიტეტებში, ფესტივალებსა და გამოფენებზე შეხვდებით ჩვენს გამოცემას:
გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთი
მონაკო
გერმანია
ჰოლანდია
ბელგია
ავსტრია
ესპანეთი
იტალია
ლატვია
ამერიკის შეერთებული შტატები
კანადა
ჩინეთი და სხვა.
გამოცემის დაარსება განაპირობა ქართული ღვინის განვითარებისკენ აქტიურმა სვლამ, რომელიც განსაკურებით გასულ ათწლეულში დაფიქსირდა და იმავე დროს გამოიკვეთა მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირების მეტი შესაძლებლობები.
სწორედ ამ პროცესის მხარდასაჭერად შეიქმნა Homeland of Wine - გამორჩეული თავისი შინაარსით, ვიზუალური მხარითა და ხარისხით.
ჩვენი მიზანი იყო და არის - ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს და უძველესია მსოფლიოში, ვესაუბროთ ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში. გავაცნოთ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელოვანი მხარეები, ვისაუბროთ ჩვენს ჯიშურ მრავალფეროვნებაზე და მივაწოდოთ სიახლეები, რომლებსაც ქართველი მეღვინეები გვთავაზობენ.
Homeland of Wine – ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ღვინის როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ მწარმოებლებს გააცნონ საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნის ღვინის სექტორის წარმომადგენლებს, ღვინის მცოდნეებს, სომელიეებს, ბაიერებს. Homeland of Wine ხელს უწყობს ღვინის მწარმოებლებს, მათი პროდუქცია საინტერესო ფორმითა და შინაარსით მიაწოდონ ღვინით დაინტერესებულ აუდიტორიას.
Homeland of Wine ქმნის საინტერესო შინაარსს, სარეკლამო ვიზუალებს, სარეკლამო სტატიებს მეღვინეობებისა და მათი ღვინოების შესახებ, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ მზადდება და რაც მეღვინეობებს აახლოებს ჩვენს ადგილობრივ და საერთასორისო მკითხველთან.
Homeland of Wine - ეს არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის - როგორც მეღვინეობის სამშობლოს, ჩვენი მეღვინეებისა და მათი ღვინოების უკეთ გასაცნობად. ქართული ღვინის შესანიშნავი ისტორია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეგიონების ვენახებიდან იწყება, ქვევრში ღვინდება და ჭიქაში გრძელდება, ყოველთვის სრულფასოვნად არის გადმოტანილი Homeland of Wine-ს გვერდებზე.
Homeland of Wine-ს აუდიტორია:
არიან ღვინის პროფესიონალები, ღვინის მაგისტრები, ღვინის მწერლები, ღვინის მწარმოებლები.
არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ღვინით და სპირტიანი სასმელებით. უყვართ მოგზაურობა, თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები, დახვეწილი ღვინოები და კერძები.
ღვინით მოვაჭრეები, რომლებიც ეძებენ ახალ ქვეყნებსა და ღვინოებს.
საერთაშორისო სასწავლებლების სტუდენტები, რომელთათვისაც Homeland of Wine ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებაა.
ქართული გასტრონიმიის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია
Homeland of Wine პირველივე ნომრიდან აქტიურად ეწევა ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას. ყოველი ნომრის ფარგლებში ვგეგმავთ და მიმოვიხილავთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სამზარეულოს, ავთენტურ კერძებს. ის მრავალფეროვნება, რაც ქართულ გასტრონომიაშია, სრულად გადმოგვაქვს ჩვენი გამოცემის გვერდებზე და ვაცნობთ მკითხველს.
ჩვენ ვართ ღვინის და პურის სამშობლო, ამიტომ Homeland of Wine მუდმივად უთმობს ყურადღებას ამ ორ სიმდიდრეს, რაც ჩვენს ქვეყანას საუკუნეებია გააჩნია.
ჩვენ ვქმნით ღირებულ პროდუქტს, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა.
დღეს, როდესაც მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია საუკეთესო ღვინოებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქართულ ღვინოს ჰქონდეს თავისი ადგილი მსოფლიო თაროზე. ამ საქმეში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეააქვს Homeland of Wine-ს, რომელის გუნდიც მუდმივად დგას ქართული ღვინის სამსახურში.
Homeland of Wine აყალიბებს მნიშვნელოვან კავშირებს. თავისი შინაარსითა და ვიზუალით ქმნის იმ ძალას, რომელიც რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ქართველი მეღვინეების მხარდასაჭერად.
ღვინის სამშობლოში ჩვენ გამოვცემთ “ღვინის სამშობლოს”, როგორც ქართული ღვინის ხმას, რომელიც მსოფლიოს სწვდება.
ჩვენ ვქმნით ღირებულ პროდუქტს, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა.
